უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 127 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

02 აგვისტო 2024, 10:27 100 ნახვა

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალების იერიში 11 მიმართულებით განხორციელდა. აქედან ყველაზე მეტი შეტევა დონეცკის ოლქში, პოკროვსკის მიმართულებით იყო.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტზე 127 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქში, სოფელი ვესელოე დაიკავეს. 

ამასთან, გავრცელებული ცნობით, საოკუპაციო ძალებს წინსვლა აქვთ დოენცკის ოლქში, დასახლებებთან: ლისიჩნოესთან, ივანოვკასთან, სერგეევკასთან და ჟელანოესთან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში