ლუკაშენკომ სიკვდილმისჯილიგერმანიის მოქალაქე შეიწყალა

31 ივლისი 2024, 19:39 487 ნახვა

ალექსანდრ ლუკაშენკომ სიკვდილმისჯილი გერმანიის მოქალაქე -  რიკო კრიგერი შეიწყალა, ამის შესახებ იტყობინება ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო "ბელტა". 30 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ კრიგერმა დაწერა შეწყალების თხოვნა. მინსკის რაიონულმა სასამართლომ, ივნისის ბოლოს, მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

გავრცელებული ინფორმაციით, რიკო კრიგერს განაჩენი არ გაუსაჩივრებია. კრიგერი დამნაშავედ ცნეს დაქირავებულ საქმიანობაში, ჯაშუშობაში, ტერორიზმში, "ექსტრემისტული ფორმირების" შექმნაში, უკანონო მოქმედებებში ცეცხლსასროლ იარაღსა და ასაფეთქებელ ნივთიერებებთან მიმართებით, სატრანსპორტო საშუალებებისა და გზების წყობიდან განზრახ გამოყვანაში.

საქმე უკავშირდება 2023 წლის ოქტომბერში, მინსკთან ახლოს, ოზერიშჩეს რკინიგზის სადგურზე მომხდარ აფეთქებას. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. ბელარუსის ოფიციალური მედია ამტკიცებდა, რომ კრიგერი უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა. გასულ კვირას სახელმწიფო ტელეარხმა "ბელარუს 1-მა" აჩვენა სიუჟეტი, სადაც კრიგერმა განაცხადა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურის დავალებით მოქმედებდა და რომ ის "მოატყუეს".

ნატალია კიკვაძე
ტექნიკური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი