პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონით გათვალისწინებულ რეესტრში არასამთვარობო ორგანზიაციების რეგისტრაციის პროცესზეც.
მესამე სექტორსა და მედია ორგანიზაციებს ეს ვალდებულება 1 აგვისტოდან ექნებათ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვინც არაკეთილსინდისიერად იმოქმედებს და კანონს არ დაემორჩილება, 25 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება. მისივე თქმით, სხვა რისკი არცერთ ორგანიზაციას არ შეექმნება.