მემორანდუმი საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის 

31 ივლისი 2024, 10:15 125 ნახვა

საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ დიასპორულ ორგანიზაციებსა და საკვირაო სკოლებში ქართული ბიბლიოთეკების შექმნაა იმ შეთანხმების  ერთ-ერთი  მთავარი  ნაწილი,რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის  ოფიციალურად   გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში ასევე  ერთობლივი დიასპორული ღონისძიებების, სამეცნიერო კონფერენციებისა და შეხვედრების გამართვა იგეგმება.

ორმხრივი თანამშრმლობის თანახმად ეროვნული ბიბლიოთეკა, უნდა ჩაერთოს  „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის“ პროგრამის  განხორციელების პროცესშიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში