ჯანმო -  ღაზას სექტორში ეპიდემიის საფრთხეა

30 ივლისი 2024, 19:52 411 ნახვა

ომი ახლო აღმოსავლეთში - ისრაელის იერიშებს კონფლიქტის ზონაში დღეს 33 ადამიანი ემსხვერპლა. ღაზის ცენტრალურ ნაწილში მდებარე დევნილთა ბანაკებიდან ხალხი ევაკუაციას ცდილობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ღაზის სექტორში ეპიდემიის საფრთხეა. პოლიომიელიტის გავრცელების საშიშროების გამო გაეროს ჯანდაცვის უწყება ცეცხლის შეწყვეტას ბავშვების ვაქცინაციის უზრუნველყოფისთვის ითხოვს.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამერიკის, ყატარის და ეგვიპტის შუამავლობით რომში ჩატარებულმა სამშვიდობო მოლაპარაკებებმა შედეგის გარეშე ჩაიარა, ტერორისტული დაჯგუფება ""ჰამასი"" აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამშვიდობო წინადადებაში დამატებითი პუნქტები ჩაამატა.

ნატალია კიკვაძე
ტექნიკური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი