აშშ უკრაინას თავდაცვის დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

30 ივლისი 2024, 19:52 360 ნახვა

აშშ უკრაინას თავდაცვის დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.  თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ უკრაინას 200 მილიონი დოლარის თავდაცვის პაკეტს გადასცემს და ასევე, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, 1,5 მილიარდ დოლარს გამოყოფს, რაც იარაღის მწარმოებლებთან გრძელვადიან კონტრაქტებს ითვალისწინებს.

თავდაცვის პაკეტები “ჰიმარს“ „ნასამს“, მოკლე და საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საბრძოლო მასალას, ასევე, საჰაერო თავდაცვისთვის რიმ-7-ის რაკეტებს, საარტილერიო ჭურვებსა და ნაღმმტყორცნებს მოიცავს. პენტაგონის განცხადებით, იმისთვის, რომ უკრაინის მამაცმა დამცველებმა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო კრიტიკული შესაძლებლობები მიიღონ, აშშ 50-მდე პარტნიორთან და მოკავშირესთან მუშაობას გააგრძელებს.

ნატალია კიკვაძე
ტექნიკური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი