ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის ნახევარფინალში იასპარეზებს

30 ივლისი 2024, 16:03 151 ნახვა

ტატო გრიგალაშვილი (81კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში იჭიდავებს. ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალში ტაჯიკ სომონ მაჰმადბეკოვს დამატებით დროში ვაზარით სძლია.

გრიგალაშვილი ფინალში გასასვლელად სამხრეთ კორეელ ლის დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში