ისრაელ კაცი ერდოღანს ერაყის ყოფილ ლიდერს, სადამ ჰუსეინს ადარებს

29 ივლისი 2024, 19:39 453 ნახვა

თურქეთი, პალესტინელების დასახმარებლად, შესაძლოა, ისრაელში შევიდეს - ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. "ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ ისრაელმა ვერ შეძლოს პალესტინის მიმართ მსგავსი ქმედებების განხორციელება. ისევე, როგორც ყარაბაღში, ლიბიაში, ჩვენ, შეიძლება, მსგავსი ისრაელთან გავაკეთოთ. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ“  - განაცხადა ერდოღანმა.  თურქეთის პრეზიდენტს უკვე უპასუხა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა. გამოქვეყნებულ განცხადებაში ისრაელ კაცი ერდოღანს ერაყის ყოფილ ლიდერს, სადამ ჰუსეინს ადარებს და აცხადებს, „ერდოღანი სადამ ჰუსეინის გზას მიჰყვება. მას უნდა ახსოვდეს, რა მოხდა იქ და როგორ დასრულდა ეს“, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნატალია კიკვაძე
ტექნიკური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი