გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა

29 ივლისი 2024, 14:48 335 ნახვა
 

გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან რა დროსაც 8 ადამიანი - მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და ექიმები დაიღუპნენ, 2 წელი გავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრაგედიის დროს დაღუპული ოთხი მფრინავი და ორი მაშველი დაჯილდოვდა სამინისტროს I ხარისხის მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“.

ორი წლის წინ, 2022 წლის, 29 ივლისს სამაშველო ოპერაციის შესრულებისას სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი