საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვარაუდით, სარკინიგზო სისტემის მასშტაბურ შეფერხებაში, შასაძლოა, უცხოური ძალა ფიგურირებდეს

27 ივლისი 2024, 20:32 338 ნახვა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჟერალდ დარმანინი, არ გამორიცხავს, რომ სარკინიგზო სისტემაში მასშტაბური შეფერხების უკან, შესაძლოა, უცხოური ძალა იდგეს.

„ვინ იღებს პასუხისმგებლობას? მოხდა თუ არა ეს შიგნიდან ან იყო თუ არა ბრძანება საზღვარგარეთიდან, ამაზე საუბარი ადრეა. ჩვენ აღმოვაჩინეთ გარკვეული ელემენტები, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ვთქვათ, რომ ძალიან მალე გავიგებთ, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა“, – ამბობს ჟერალდ დარმანინი.

პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, მასშტაბური სარკინიგზო შეფერხება მოხდა. ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელის წინააღმდეგ ვანდალური ქმედებები განხორციელდა. თავდასხმები განხორციელდა ხაზებზე, რომლებიც პარიზს ქვეყნის დასავლეთ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებთან აკავშირებს, გაუქმდა სარკინიგზო რეისების ნაწილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი