ტერორიზმისა და შეთქმულების საქმე – გამოკითხვა ბათუმში

27 ივლისი 2024, 11:54 405 ნახვა

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებისა და ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების საქმეზე გამოძიება აქტიურად გრძელდება. გამოიკითხა არაერთი პირი, მოწმეთა გამოკითხვები მიმდინარეობდა როგორც თბილისის, ასევე ბათუმის საგამოძიებო სამსახურებში.

ერთ-ერთი ვინც გამოძიებას ბათუმში ჩვენება მისცა ავთანდილ სურმანიძეა. როგორც საგამოძიებო უწყების დატოვების შემდგომ მან განაცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს მასთან ზედაპირული კითხვები ჰქონდათ.

მისივე თქმით, კითხვები შეეხებოდა უკრაინაში მებრძოლ ქართველ მეომრებს, ასევე საქართველოში დაგეგმილ გადატრიალებასთან დაკავშირებულ ვერსიებს. ავთანდილ სურმანიძემ აღნიშნა, რომ საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი