ბინების დაკანონების მოლოდინში 

04 აპრილი 2017, 00:00 2926 ნახვა

ხულოში, მიტოვებულ შენობაში, 5 წლის წინ გამგეობამ 18 სოციალურად დაუცველი ოჯახი შეასახლა, რომლებსაც ბინები ამ დრომდე არ აქვთ რეგისტრირებული.

ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ოჯახებს წინა ხელისუფლებამ, საცხოვრებლები შესწავლის გარეშე, წინასაარჩევნო კამპანიის დროს გადასცა, მას შემდეგ კი ისინი საკითხს სწავლობენ.

18 ოჯახისთვის ბინების გადაცემიდან 5 წელი გავიდა. შენობა აჭარის ფინანსთა და აკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, სადაც წერილობით მიმართვას ელოდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებენ სამართლებრივ პროცედურებს. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რეგისტრაციის გარდა, პრობლემაა აივნების, სათავსოების და სათანადო ეზოს არარსებობა. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი