ქართული კლუბები კონფერენსლიგაზე 

26 ივლისი 2024, 10:01 367 ნახვა

კონფერენსლიგის მეორე ეტაპის ორი პირველი შეხვედრა გამართეს ქართულმა კლუბებმა. „იბერია 1999“-მა ბელგრადის „პარტიზანს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში „პარტიზანის“ კარში პენალტით გოლი ნონიკაშვილმა გაიტანა.

მატჩის მეორე ნახევარში ჯინჯოლავას პასით „იბერიას“ლეგიონერმა მეიკნე სილვამ მეორე გოლიც გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

მეორე შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედო“ სტუმრად „ომონიას“ დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა. ქუთაისელთაგან ერთადერთი გოლი მომო იანსანემ გაიტანა.

ამ გუნდების საპასუხო მატჩები პირველ აგვისტოს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი