ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას - კულება 

25 ივლისი 2024, 13:44 103 ნახვა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ჩინეთი ადასტურებს  უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მხარდაჭერას.

უკრაინელი დიპლომატის თქმით, მან ჩინელ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა „მშვიდობის ფორმულაზე“, მშვიდობის სამიტზე, უკრაინის შემდგომ ნაბიჯებზე.

როგორც კულებამ განაცხადა, აუცილებელია დაცული იყოს ორი პრინციპი: არანაირი შეთანხმება უკრაინაზე უკრაინის გარეშე და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში