ღაზაში 5 ისრაელელი მძევლის ცხედრები იპოვეს

25 ივლისი 2024, 14:04 326 ნახვა

ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებენ, რომ ჯარისკაცებმა ღაზის სექტორში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს 5 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.

ყველა მათგანი „ჰამასის“ ტერორისტებმა 2023 წლის 7 ოქტომბერს მოწყობილი თავდასხმის დროს მოკლეს და გაიტაცეს.

ერთ-ერთი მოკლული 56 წლის მაია გორენია, რომელიც საბავშვო ბაღის აღმზრდელად მუშაობდა. ორი ახალწვეული ჯარისკაცი იყო, ხოლო დანარჩენი ორი - თადარიგის სამხედრო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში