განახლებული შემადგენლობითა და რეპერტუარით დღეს ბათუმელი მაყურებლის წინაშე ანსამბლი “რუსთავი” წარსდგება. სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ბათუმში დასავლეთ საქართველოს ტურნეს დასკვნით კონცერტს გამართავს.
კონცერტი ბათუმის საზაფხულო თეატრში 19 საათზე დაიწყება.
ანსამბლის განახლებული რეპერტუარი საქართველოს თითქმის ყველა კუთხის სიმღერას მოიცავს. ანსამბლის ტურნეს მხარდამჭერი საქართველოს კულტურის სამინისტროა.