პეკინში პალესტინურ დაჯგუფებებს შორის შეთანხმება გაფორმდა

23 ივლისი 2024, 08:44 417 ნახვა

პეკინში ერთმანეთთან ისტორიულად დაპირისპირებულ „ჰამასსა“ და „ფატაჰს“ შორის  „გაყოფის დასრულებისა და პალესტინის ერთიანობის გაძლიერების შესახებ“ შეთანხმება გაფორმდა. ჩინეთის შუამავლობით დაწყებულ შერიგების მოლაპარაკებებში პალესტინის 14 ფრაქცია მონაწილეობდა.    

პალესტინელთა ტერიტორიები ღაზასა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე 2007 წლიდან ცალ-ცალკე იმართებოდა. მას შემდეგ,რაც „ჰამასმა“ ღაზაზე კონტროლი დაამყარა და მთავრობა შექმნა, „ფატაჰს“ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ტერიტორია დარჩა.  

საბოლოოდ, „ჰამასმა“ და „ფატაჰმა“ შეთანხმების გაფორმება ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან 9 თვის თავზე გადაწყვიტეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი