ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ 10 ხმით რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მერაბ ხალვაში აირჩია, რომელმაც კენჭისყრამდე აკადემიური საბჭოს წევრებს ექვსთვიანი სამოქმედო გეგმა გააცნო .
ხალვაშმა ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის ავტორიზაციის პროცესსა და მიღებული რეკომენდაციების წარმატებით შესრულების აუცილბლობას , ასევე ყურადღება გაამახვილა სტრატეგიული განვითარების გეგმით გაწერილი ამოცანების შესრულებაზე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ასარჩევად არჩევნები 19 ივლისს იყო ჩანიშნული, თუმცა რადგანაც რექტორობის მსურველი არ დარეგისტრირებულა, ამიტომ აკადემიური საბჭო დროებით მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს. ბსუ-ის რექტორი აქამდე ორი ვადით მერაბ ხალვაში იყო.