შემოსავლების სამსახურში დისტანციური და ელექტრონული სერვისების მოხმარების საერთო მაჩვენებელი 90%-ზე მეტია

22 ივლისი 2024, 17:33 90 ნახვა

2024 წლის, 7 თვის მონაცემების მიხედვით, მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში ვიზიტორთა რაოდენობამ 152 136 შეადგინა, რაც წინა 2 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 38 %-ით ნაკლებია. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სერვისცენტრებში ვიზიტორთა რაოდენობის შემცირება ელექტრონული მომსახურების ფართო ხელმისაწვდომობის შედეგია.

„აღსანიშნავია, რომ სწორედ, ელექტრონული მომსახურების ფართო ხელმისაწვდომობის შედეგია, სერვისცენტრებში ვიზიტორთა რაოდენობის შემცირება და ელექტრონული სერვისების მოხმარების საერთო მაჩვენებელის 90%-ზე მეტი ნიშნულის მიღწევა.

აქვე გაცნობებთ, რომ 2024 წლის მაისის თვიდან, ,,RS ჩათის“ ფარგლებში ამოქმედდა ციფრული ასისტენტი ,,RS-ბოტი“, რომელიც წინასწარ დაიდენტიფიცირებულ/შერჩეულ საკითხებზე შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის www.rs.ge მომხმარებლებს აწვდის ინფორმაციას საგადასახადო/ საბაჟო კანონმდებლობასთან და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ,,RS-ბოტი“ მომხმარებლებთან, ასევე აგზავნის კითხვის თემებთან დაკავშირებულ შესაბამის ბმულებს. 2022 და 2023 წლების 6 თვის მონაცემებთან შედარებით ,,RS ჩათის“ სესიებზე რეაგირების წილი საკმაოდ მზარდია და 2024 წლის II კვარტლის მდგომარეობით 97 პროცენტულ მაჩვენებელს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან რეგისტრაციის შემთხვევაში, პირი გათავისუფლებულია გარკვეული საფასურის გადასახადისგან, ხოლო რიგ მომსახურებაზე მომხმარებელი განახევრებულ საფასურს იხდის.

შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს - 2 299 299 (ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან -18:00 საათამდე), ასევე ისარგებლოთ - ციფრული ასისტენტის, ,,RS ჩათის“, ჭკვიანი ,,RS ბოტი“ და ,,ვიდეო ზარი“ მომსახურებით ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული 500-მდე ელექტრონული სერვისით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი