პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონმა საველე სწავლება დაასრულა

22 ივლისი 2024, 14:48 327 ნახვა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-11 მსუბუქი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა, ორფოლოს პოლიგონზე, საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. სწავლება ოთხი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, დასკვნით ფაზაში, თავდაცვითი ოპერაციის რაიონში „ბრავო“ ასეულს მხარი დაუჭირეს, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა, საინჟინრო ასეულმა, 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნების ოცეულმა და სნაიპერთა ჯგუფმა.

მათივე ცნობით, გეგმიური სწავლება დამკვირვებელ-მაკონტროლებლების მიერ, დადებითად შეფასდა. სწავლების მიზანს მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი