მამუკა კორძაია ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო სერიის მესამე ეტაპის გამარჯვებულია

22 ივლისი 2024, 10:56 720 ნახვა

მამუკა კორძაია რუმინეთის ქალაქ ტიმიშოარაში გამართული ქვიშის ჭიდაობის მსოფლიო სერიის მესამე ეტაპის გამარჯვებულია.

კორძაიამ 90+ კგ წონით კატეგორიაში 5 შეხვედრა მოიგო და ოქროს მედალის მედლის გარდა მსოფლიო რეიტინგში ლიდერობა განიმტკიცა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუმინეთში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა ქვიშის ჭიდაობაში, სადაც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგიოებში საქართველომ 3 ოქროს მედალი მოიპოვა.

ჩემპიონები ლუკა მახარაძე, ზებურ აბაშიძე, კობა გოგუაძე გახდნენ.
ქვიშის ჭიდაობის მსოფლიო სერიის მეოთხე ეტაპი საბერძნეთში 20-21 სექტემბერს გაიმართება.

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი