რუსი პროკურორები Wall Street Journal-ის ჟურნალისტისთვის 18 წლიან პატიმრობას ითხოვენ

19 ივლისი 2024, 13:50 365 ნახვა

დახურულ კარს მიღმა ჯაშუშობაში ბრალდებული Wall Street Journal-ის ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის სასამართლო მიმდინარეობს. ის გასული წლის 29 მარტს ჟურნალისტურ მივლინებაში ყოფნის დროს დაპატიმრეს და მოგვიანებით ბრალი წაუყენეს ინფორმაციის მოპოვების მცდელობაზე ქარხნის შესახებ, რომლიც აწარმოებს რუსეთის მიერ უკრაინის ომში გამოყენებულ ტანკეებს, ინფორმაციას კი მათი ცნობით, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს გადასცემდა.

გერშკოვიჩის სასამართლო პროცესი 26 ივნისს დაიწყო, განაჩენი დღეს, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი