საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

18 ივლისი 2024, 12:08 355 ნახვა

გაერთიანებული სამეფო ბლენჰაიმის სასახლეში ევროპის პოლიტიკურ გაერთიანებას მასპინძლობს. საერთო გამოწვევების განსახილველად 50-მდე ლიდერი შეიკრიბა. ქართულ დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.

სამიტზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და არალეგალური მიგრაცია.

სამიტი იმართება უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების კონტექსტში, რადგან ზაფხულში საბრძოლო მოქმედებების გაძლიერებაა მოსალოდნელი. საუბარი იქნება სხვა საკითხებზეც, რომელთა დღის წესრიგში შეტანას მონაწილე ევროპული ქვეყნები მოინდომებენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი