''ქართული ოცნების'' გუშინდელ გზავნილებს პარტია ''საქართველოსთვის'' წევრები აფასებენ

17 ივლისი 2024, 14:05 416 ნახვა

მოქალაქეების დაშინების და მოტყუების მცდელობა - ასე აფასებენ ქართული ოცნების გუშინდელ გზავნილებს პარტია საქართველოსთვის წევრები.  მათი შეფასებით, მშვიდობისა და გლობალური ომის პარტიის თემით ხელისუფლება სპეკულირებს.

რაც შეეხება ევროინტეგრაციის შესახებ გუშინ კიდევ ერთხელ გაჟღერებულ გზავნილებს, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ამ დაპირებით ხელისუფლება ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში