ბათუმის მერიაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა.
სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი ამ პოზიციაზე 2018 წლიდან მუშაობდა.
მერიის ინფორმაციით, არჩილ ჩიქოვანმა მას მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის. მისი თქმით, მისიის ახალ ხელმძღვანელთან გაგრძელდება ის დაწყებული პროექტები, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია.