საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ სანაპირო დაცვის დღე აღნიშნა

17 ივლისი 2024, 11:31 54 ნახვა

სასაზღვრო პოლიციამ სანაპირო დაცვის დღე ფოთში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე აღნიშნა. ღონისძიება სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან, პირველი რანგის კაპიტან რამაზ პაპიძესთან ერთად გახსნა და პირად შემადგენლობას პროფესიული დღე მიულოცა.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 20 თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის დააჯილდოვა.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფისა და სხვა უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ღონისძიების დასასრულს, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში