ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევრო ლიგა და ბათუმის საერთაშორისო თასი 2024 გაიმართება. თამაშებს ბათუმის ბულვარში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი 1300 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი უმასპინძლებს, რომელიც სპეციალურად ტურნირისთვის აშენდა. მატჩები ხვალ დაიწყება, რომელსაც ოფიციალური ცერემონია უძღვის წინ. თამაშების პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია უზრუნველყოფს. სტადიონზე მაყურებელთა დასწრება თავისუფალია. A ჯგუფის სამი გუნდი - საქართველო, ლატვია და უნგრეთი ევროლიგის ა დივიზიონის საგზურისთვის იბრძოლებს. ტურნირის ფარგლებში ერთმანეთს სულ შვიდი ქვეყნის გუნდები შეხვდება.