საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მე-100 კილომეტრზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო 2024 წლის 15 ივლისის 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული, შეზღუდვის პერიოდში ავტომობილების გატარება ეტაპობრივად მოხდება.