ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონია

15 ივლისი 2024, 00:56 753 ნახვა

ესპანეთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონია.  ბერლინში გამართულ ფინალურ მატჩში ესპანეთმა ინგლისი 2-1 დაამარცხა.

47-ე წუთზე იამალის გადაცემის შემდეგ ვილიამსმა გაიტანა და ესპანეთი წინ გავიდა. 

73-ე წუთზე ბელინგემმა პალმერს დაუგორა და ამ უკანასკნელმა ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

86-ე წუთზე კი კუკურელიას გადაცემის შემდეგ ოირასაბალმა გაიტანა და ესპანეთი ისევ წინ გავიდა.

ძირითადი დროის ბოლო წუთზე კი ჯერ ესპანეთის ნაკრების მეკარემ სიმონმა მოიგერია, შემდეგ კი ოლმომ კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი და ესპანეთმა ისტორიაში მეოთხედ მოიგო ევროპის ჩემპიონატი, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი