დონალდ ტრამპზე თავდასხმას აფასებენ ქართველი პოლიტიკოსებიც. მმართველ გუნდში მომხდარს გმობენ და მიაჩნიათ, რომ ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმა გლობალური ომის პარტიამ დააორგანიზა.
უმრავლესობის ლიდერები ამბობენ იმასაც, რომ იმ ქვეყნის ხელისუფლების კრიტიკას სადაც ექსპრეზიდენტს ესხმიან თავს, ვერ მიიღებენ. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობას გმობს ოპოზიციაც.