უკვე ორი თვე გადის მას შემდეგ, რაც უცხოური გრანტებით დაფინანსებული „ჯემნიუსის“ ჟურნალისტმა, ირაკლი დათუნაშვილმა კეფაში ტყვიის სროლის მუქარა გაავრცელა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის Facebook-გვერდი „სინამდვილეში“ წერს .
როგორც გვერდის, განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული მოწოდება, დღემდე არც ერთ დონორს დაუგმია.
„უკვე ორი თვე გადის მას შემდეგ, რაც უცხოური გრანტებით დაფინანსებული „ჯემნიუსის“ ჟურნალისტმა, ირაკლი დათუნაშვილმა კეფაში ტყვიის სროლის მუქარა გაავრცელა.დღემდე არც ერთ დონორს დაუგმია ეს მოწოდება. მეტიც, სავარაუდოდ, ის დღემდე უცხოური გრანტიდან იღებს ხელფასს. ძალადობის წაყრუება ძალადობის წახალისებაა.“- წერს Facebook გვერდი „სინამდვილეში“.