„მთის დღეები“ მთის კულტურის და შესაძლებლობების პოპულარიზაციის ძალიან კარგი საშუალებაა - ლევან დავითაშვილი

13 ივლისი 2024, 20:42 353 ნახვა

წლებია, ყოველ ივლისს საქართველოში „მთის დღეები“ ტარდება, რაც მთის კულტურის და მთის შესაძლებლობების პოპულარიზაციის ძალიან კარგი საშუალებაა. ამ პერიოდში, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე ჩვენი ქვეყნის სტუმრებრები მთებს სტუმრობენ, – ამის შესახებ, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომელმაც თუშეთში „მთის დღეები 2024“ – ის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

„საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილია მთიანი რეგიონებია და ამ უნიკალური კულტურის აღმოჩენა, აქაური ტრადიციების გაცნობა, ვფიქრობ, მთის პოპულარიზაციას ძალიან უწყობს ხელს“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთა არის განსაკუთრებული და ერთ-ერთი განსაკუთრებული მიმზიდველობა, რაც საქართველოს გააჩნია, ქვეყნის მთიანი რეგიონების უნიკალური ტრადიციები და კულტურაა, რომელთა გაცნობისთვისაც მთის დღეები კარგი შესაძლებლობაა. ამიტომ, მისი თქმით, ეს ტრადიცია გაგრძელდება და ტურიზმის ინდუსტრიაში მნიშვნელოვან როლს შეიტანს.

ლევან დავითაშვილმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა მაღალმთიანი საქართველოს უნიკალურ ბუნებაზე, რომელიც ძირითადად დაცულ ტერიტორიებშია მოქცეული. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ რეგიონებში ეკოტურისტული სერვისებისა და შესაძლებლობების პოპულარიზაცია, რისი გაცნობის შესაძლებლობასაც მთის დღეები იძლევა.

„მთის დღეების“ ფარგლებში, თუშეთში ჩასულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისეთ აქტივობებში მიიღონ მონაწილეობა, როგორიცაა ადგილობრივი რეწვის ოსტატების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო და შემეცნებითი გასართობი თამაშები და შეჯიბრებები, ადგილობრივი მზარეულების მიერ, ტრადიციული კერძების მომზადება, დეგუსტაცია, მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და სხვ. თუშეთის გარდა, „მთის დღეები“ სხვა მაღალმთიან რეგიონებშიც გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი