რეალური მოცემულობა, დაახლოებით, ერთი თვის წინ, იყო ასეთი, რომ „ნაცმოძრაობის“ გარდა, ვერც ერთი პოლიტიკური პარტია, ვერ ლახავდა საარჩევნო ბარიერს. ასეთ პირობებში, ისინი რომ ცდილობენ შერწყმას, ეს არის ლოგიკური, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თუშეთში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ოპოზიციის გაერთიანებას შეეხებოდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ამ პროცესში, ისინი არ ერიდებიან ისეთ პარტიებთან გაერთიანებასაც კი, ვისაც უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ წარსულში, რაც უპრინციპობის გამოვლინებაა.
„მათი ერთადერთი ამოცანაა, რომ გადალახონ, რამენაირად, ბარიერი. ამ პროცესში, ისინი არ ერიდებიან ისეთ პარტიებთან გაერთიანებასაც კი, ვისაც უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ წარსულში. ეს მათი უპრინციპობის გამოვლინებაა და მათი საქმეა, ეს არ არის ჩვენი საქმე. ჩვენთვის მთავარია, რომ დღევანდელი მოცემულობით, დაახლოებით, 60%-ია ჩვენი რეიტინგი, ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა დაჯგუფდეს, თუ გადაჯგუფდეს ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ჩვენს გამარჯვებას ვერავითარი საფრთხე ვერ შეექმნება“, – აღნიშნა პრემიერმა.