დღეს საქართველოს ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩს ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
საქართველოს და ბელარუსის ქალთა ნაკრები გუნდების შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე, მიხეილ მესხი ორზე გაიმართება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.
შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ, რის გამოც საინფორმაციო გამოშვება მთავარი ეთერში არ გავა.