“თანამედროვე ტექნოლოგიები შშმ პირებისთვის” - კონფერენცია

11 ივლისი 2024, 14:04 552 ნახვა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების პრეზენტაცია მოეწყო დღეს კონფერენციაზე, რომელიც ბათუმში გაიმართა. 

კონფერენციის „დამხმარე ტექნოლოგიები - გზა მეტი დამოუკიდებლობისკენ'' მიზანი  საქართველოში ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების, აუგმენტური და ალტერნატიული კომუნიკაციის გაცნობა  იყო.   

ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა ისაუბრეს მსოფლიო გამოცდილებაზე, კონკრეტულად კი  როგორ უმკლავდება თანამედროვე სამყარო  იმ გამოწვევებსა და  პრობლემებს, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აწყდებიან.  

შეხვედრის მონაწილეებს  ასევე გააცნეს ის მეთოდები, რაც  მედპერსონალს, პედაგოგებსა და ოჯახის წევრებს  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციას გაუმარტივებს.

შეხვედრას ესწრებოდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი