„მომავლის  ზღვაოსნობა“ - საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

11 ივლისი 2024, 11:09 979 ნახვა

„მომავლის ზღვაოსნობა: უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა” - ბათუმში  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს. სამეცნიერო ნაშრომების მთავარი საკითხები საზღვაო ტრანსპორტის უსაფრთხო და ეკონომიური ფუნქციონირება, სამართლის საკითხები საზღვაო და მომიჯნავე სფეროებში, სატრანსპორტო პროცესების ლოგისტიკა, ტურიზმი, ვაჭრობა და საზღვაო ბიზნესია.

სამეცნიერო ნაშრომებს ორი დღის განმავლობაში  ქართველი და უცხოელი  მკვლევარები, ასევე საზღვაო აკადემიის სტუდენტები  წარმოადგენენ.კონფერენცია „ზღვაზე სიცოცხლის გადარჩენის შესახებ“ 1974 წლის საერთაშორისო  კონვენციის მიღებიდან  50 წლისთავს ეძღვნება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში