ნატო-ს სამიტი

10 ივლისი 2024, 12:01 432 ნახვა

საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის წარმატებული პროცესის კიდევ ერთი დადასტურებაა - ასეთია საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასება.

ილია დარჩიაშვილი, რომელიც  ნატოს საიუბილეო სამიტს ესწრება,  სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა.

ქვეყნის პირველი დიპლომატის განცხადებით, ქართული მხარის მონაწილეობა ნატოს საიუბილეო სამიტში არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი, რომ  საქართველო რეგიონში ალიანსის ძლიერი მოკავშირეა. მან ევროკავშირის მიერ სამხედრო დახმარების გაყინვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაც შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი გაუგებარია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი