„ზღვიდან მთამდე“ - სალაშქრო ფესტივალი

10 ივლისი 2024, 10:18 465 ნახვა
 

„ზღვიდან მთამდე“ - ასე ჰქვია ფესტივალს, რომლის სალაშქრო მარშრუტი ჩირუხის მთიდან დაიწყება და ალპურ ბოტანიკურ ბაღში დასრულდება. პირველ სალაშქრო ფესტივალს აჭარა 23-28 ივლისს უმასპინძლებს.

100-მდე მოლაშქრეს საშუალება ექნება აჭარის ალპურ ზონაში მდებარე 45 კილომეტრიანი მარშრუტი დალაშქროს.

ფესტივალს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციისა და აჭარაში ლაშქრობის სტიმულირების მიზნით ატარებს.

ტურისტული ბილიკები მოიცავს ალპურ ზონას, ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას, ისეთს როგორიცაა შრატიანის და შუამთის ტბები, ხიხანის ციხე, ალპური ბაღი, მწვანე ტბა, ასევე სხვადასხვა შემეცნებით და ინტერაქტიულ აქტივობას, კულინარიული მასტერკლასსა და შეჯიბრებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი