კიევის ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა

10 ივლისი 2024, 10:11 351 ნახვა

კიევის ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა.  უკრაინის საგანგებო სამსახურის ცნობით, 8 ივლისს, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 121 პირი.

შეგახსენებთ, რომ 8 ივლისს, დილით, რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. რაკეტა ბავშვთა საავადმყოფოს მოხვდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მასიური თავდასხმის დროს რუსებმა გამოიყენეს 38 სხვადასხვა რაკეტა, ახალი ჰიპერბგერითი იარაღი, მათ შორის „კინჟალის“ და „ისკანდერ ემის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტები, ასევე „ცირკონის“, „ხ-101“-ის, „კალიბრის“, „ხ-22“-ის ტიპის რაკეტები. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი