ბრიტანეთის ახალი თავდაცვის მდივანი უკრაინაში ჩავიდა

08 ივლისი 2024, 09:03 387 ნახვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ახალმა მდივანმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. ოდესაში ვიზიტის დროს  იგი  სამხედრო ჰოსპიტალს ეწვია.  ვოლოდიმირ ზელენსკის მან კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას  რუსეთთან კონფლიქტში. 

ჰილი შეხვდა დაშავებულ სამხედროებს, რომლებიც მკურნალობენ ჰოსპიტალში და გადაიღო ფოტოები პრეზიდენტთან ერთად.

ჯერ კიდევ მაისში კიევში ვიზიტისას ჰილიმ განაცხადა, რომ ლეიბორისტული მთავრობა დაიცავს ბრიტანეთის გადაწყვეტილებას „დადგეს უკრაინის გვერდით, დაუპირისპირდეს რუსეთის აგრესიას და  პასუხი აგებინოს  პუტინს მისი ომის დანაშაულებისთვის“.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში