ბოლნისის მუნიციპალიტეტში ავიაკატასტროფაში დაღუპული მფრინავი გორში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტის, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ეკლესიაში გაიმართა.
გორში ჩავიდნენ ყოფილი და მოქმედი მინისტრები ჯუანშერ ბურჭულაძე და ირაკლი ჩიქოვანი.
2 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა.
როგორც გაირკვა, ავიაკატასტროფის დროს თვითმფრინავს მართავდა კახაბერ ზურაბაშვილი, რომელმაც კატაპულტირება ვერ მოასწრო. მას მეუღლე და ერთი შვილი დარჩა.
საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 401-ე მუხლით, „სამხედრო-საჰაერო ხომალდის ფრენისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე“.