პრეზიდენტმა ქობულეთში ისაუბრა, სადაც ,,მართლმსაჯულების სახლის" დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მართლმსაჯულების სისტემა გადასახალისებელია.
პრეზიდენტს მიაჩნია, რომ არსებული სისტემა უნდა დაინგრეს, რადგან დამოუკიდებელი მართლმსაჯულების გარეშე ქვეყანა მხოლოდ არსებობს, მაგრამ არ ცოცხლობს.
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე სამართლებრივი გზით დასჯილ მოქალაქეებს მხარში დაუდგება.