მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

06 ივლისი 2024, 13:26 783 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტო, ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ, მოქალაქეებს აფრთხილებს. ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს ტერიტორიაზე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი.

„6 ივლისის დღის ბოლოდან 7 ივლისის დღის ბოლომდე, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

 

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში