ესპანეთი და საფრანგეთი ევრო 2024-ის ნახევარფინალში გავიდნენ

06 ივლისი 2024, 11:50 464 ნახვა

მასპინძელი გერმანია ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა. ესპანეთთან დაპირისპირებაში დამატებით დროში 1:2 დამარცხდა, ესპანეთი კი ბრძოლას ნახევარფინალში გააგრძელებს.

ევროპის ჩემპიონატზე მეორე ნახევარფინალისტი პორტუგალიისა და საფრანგეთის მატჩში გამოვლინდა.

მატჩის ძირითადი დროც ფრედ დასრულდა და დამატებითიც - 0:0. პენალტების სერიაში კი 5:3 საფრანგეთმა გაიმარჯვა. დღეს კიდევ ორი ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვევა.

ინგლისი შვეიცარიას თბილისის დროით 20:00 საათზე დაუპირისპირდება, მეორე მეოთხედფინალი კი, რომელიც 23:00 საათზე დაიწყება, ნიდერლანდები თურქეთს ეთამაშება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში