იამაიკას ქარიშხალმა ბერილმა გადაუარა. ძლიერმა ქარმა დაგლიჯა ხეები, სახლებს გადახადა სახურავები, დააზიანა ინფრასტრუქტურა.
სტიქია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კარიბის ზღვის პატარა კუნძულებზე დამანგრეველი ძალით მძვინვარებს.
ქარიშხალმა წყალდიდობაც გამოიწვია, დატბორილია ტერიტორიები, დაზიანებულია ხიდები. ქარიშხალი კუნძულის სამხრეთ სანაპიროს ოთხშაბათს ნაშუადღევს დაატყდა თავს.