რუსების მიერ, დნიპროს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, დაიღუპა 4 და დაშავდა 34 მშვიდობიანი მოქალაქე.
ხვალ, 4 ივლისს, ქალაქში გლოვის დღე გამოცხადდა.
დნიპროზე დარტყმის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ მოკავშირეებს მიმართა და კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემისკენ მოუწოდა.
რუსეთის არმიამ დნიპროს რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით დღეს დილით შეუტია.