ლუკაშენკო უკრაინის საზღვართან რაიმე სახის შეტაკებას არ დაუშვებს

03 ივლისი 2024, 09:40 341 ნახვა

ბელარუსი არ დაუშვებს რაიმე სახის შეტაკებას უკრაინის საზღვარზე - აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი. გასულ კვირას ბელარუსმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდაცვის დამატებითი ძალების განთავსების გადაწყვეტილება მიიღო, რათა უკრაინის მხრიდან  დრონებით თავდასხმების  გააქტიურების გამო დაიცვას თავისი "კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები".

"მე გარანტიას გაძლევთ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ შეტაკებებს უკრაინის საზღვარზე. არ იქნება, რადგან ჩვენ არ გვჭირდება ეს, უკრაინას კი  ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით უფრო ნაკლებად სჭირდება ეს - განაცხადა ლუკაშენკომ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში