სერჟანტებს პროფესიული დღე დიდგორის მემორიალთან მიულოცა თავდაცვის მინისტრმა. უწყების ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალებში სერჟანტების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და მათ თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.
პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, წარმატებული სერჟანტები დაჯილდოვდნენ უწყებრივი მედლებით - „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „გიორგი ანწუხელიძე“, ნაწილმა კი, სამახსოვრო ფასიანი საჩუქრები მიიღო.
საქართველოში სერჟანტთა საკონტრაქტო პროფესიული ინსტიტუტის ჩამოყალიბება 2002 წლიდან იღებს სათავეს.