საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში დაბრუნდა

02 ივლისი 2024, 10:04 274 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. 

ფეხბურთელებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ. ქომაგები აეროპორტში, დილიდან, დროშებითა და სანაკრებო მაისურებით მივიდნენ.

ნაკრების ბიჭები აეროპორტის ტერიტორიიდან სპეციალური ავტობუსით გამოვიდნენ. ისინი ქომაგებმა შეძახილებით გააცილეს.

დღეს, 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი