საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე ასპარეზობა მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა

01 ივლისი 2024, 12:00 360 ნახვა

ეს იყო პროლოგი. ზღაპარი ახლა დაიწყო. დასრულდა მხოლოდ ევრო 2024 საქართველოს ნაკრებისთვის, დასრულდა ღირსეულად.  მერვედფინალში ჩვენი ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და ჩემპიონატი ასევე ღირსეული ბრძოლით დაასრულა. პირველი გოლი ესპანელთა კარში გავიდა, თუმცა საბოლოოდ საქართველო 1:4 დამარცხდა.

მთელი მატჩი საქართველოს ნაკრების თავგანწირულ ბრძოლას ასახავდა. ესპანელები დიდი ძალებით უტევდნენ, მომენტებიც შექმნეს, მაგრამ მამარდაშვილი საიმედოდ იცავდა კარს.

გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ 9 სეივი დააგროვა, ტურნირის განმავლობაში, კი მან 30-ჯერ მოიგერია კარში დარტყმული ბურთი. 39-ე წუთზე ესპანეთმა ანგარიში გაათანაბრა.

ოთარ კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო, რის გამოც მოძრაობა უჭირდა და სანდრო ალთუნაშვილმა შეცვალა. ბომბარდირი 78-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ შეცვალა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ზე ყველა, ოთხივე შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა. დებიუტანტმა გუნდმა უამრავი გულშემატკივარი შეიძინა.

საამაყო შეფასებებით გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს ნაკრების შესახებ  საერთაშორისო მედიაში. ეს ისტორიული შედეგია საქართველოს ნაკრებისათვის, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე წელს პირველად ასპარეზობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი